ნატოს გენმდივნის მოადგილის განცხადებით, ალიანსი უნდა მოემზადოს რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი ომისთვის

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანი თვლის, რომ ალიანსი უნდა მოემზადოს რუსეთსა და ს შორის ხანგრძლივი ომისთვის, რადგან არცერთ მხარეს ჯერ არ აქვს სამხედრო უნარი მოიპოვოს „გადამწყვეტი გამარჯვება“. ამის შესახებ მან რუმინულ ტელეარხ Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯოანის თქმით, ს სამხედრო ეკონომიკა „შეესაბამება დღევანდელ საჭიროებებს“.

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთს ირანი და ჩრდილოეთ კორეა უწევენ დახმარებას.

„ისევე როგორც ზოგიერთ ჩვენგანს, ალბათ ომის დასაწყისში, თითქმის სამი წლის წინ, ფიქრობდნენ, რომ 2 კვირაში რუსები აიღებდნენ კიევს, ჩვენ ვთქვით: „არა, უკრაინას აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ჩემი მოწოდებაა, მოემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ველით გაჭიანურებულ ომს მცირე შეტევებით, კონტრშეტევებით, ტერიტორიების დაპყრობითა და დაკარგვით“, – აცხადებს მირჩა ჯოანი.