ნატოს გენერალური მდივანი უსამართლოდ მიიჩნევს ზელენსკის მიერ შოლცის კრიტიკას

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისადმი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს.
რიუტემ გერმანულ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ზელენსკის არაერთხელ უთხრა, რომ შოლცის მიმართ კრიტიკა უნდა შეეწყვიტა, რადგან, მისი აზრით, ეს სამართლიანი არ არის. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, შთამბეჭდავია, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მასშტაბით გერმანია -ის შემდეგ მეორე ადგილზეა და ამისთვის მადლობელი უნდა იყოს.
კიევის უკმაყოფილებას იწვევს შოლცის უარი, უკრაინის არმიას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები Taurus-ი.
ზელენსკიმ შოლცი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა პანდორას ყუთი გახსნა.
2 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია რჩება ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად და დამატებით 650 მილიონი ევროს იარაღს მიაწვდის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)