ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღს 17 ქვეყანა შეისყიდის

17 ქვეყანა შეისყიდის -სგან იარაღს უკრაინისთვის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის თავდაცვის მინისტრ, დენის შმიგალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო თავის წინაშე პრიორიტეტს აყენებს “მხარი დაუჭიროს უკრაინის შესაძლებლობას, იბრძოლოს და რაც შეიძლება ძლიერად”.
მან კმაყოფილება გამოხატა იმაზე, რომ აშშ-მა განაახლა თავისი გადაწყვეტილება ს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა მიაწოდოს PURL ინიციატივის ფარგლებში – ევროპული დაფინანსებით.
რუტემ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, აღნიშნული ინიციატივა დააფინანსონ, სამჯერ გაიზარდა.
“დღის დასაწყისში ალიანსის ექვს წევრ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში: ეს არის ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, შვედეთი, ნორვეგია და . მაგრამ დღევანდელი სხდომის შემდეგ ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი გვაქვს, 17-მა სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში”, – განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, ნატოში 32 წევრი სახელმწიფოა. 15 ოქტომბრის ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომამდე მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ PURL-ის ინიციატივას სულ შვიდი ახალი სახელმწიფო შეუერთდებოდა.