,,ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა“ – ელენე ხოშტარიას წერილი

3
ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აგზავნის:
,,ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა. წლები დასჭირდა ,,ასპირანტის“ სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.
დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.
პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატოს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP – Partnership For Peace ერქვა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.
საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.
ალიანსმა ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა