ნატომ და EU-მა საქართველოს შემთხვევიდან გაკვეთილი უნდა ისწავლონ — ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ხანგრძლივმა პროცესმა საქართველოში იმედგაცრუება გამოიწვია და წაახალისა ის პარტიები, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ.
ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკის ცენტრში (EPC) ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, Euroscope-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ორჯერ მქონდა შესაძლებლობა, ჩავსულიყავი საქართველოში. და ნამდვილად საწყენია, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ ინსტიტუციებში დასრულებული არ არის. ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და შექმნა დიდი მოლოდინი, თუმცა ინტეგრაციის სხვადასხვა შუალედური ნაბიჯები დროთა განმავლობაში გაიწელა, რამაც საქართველოში და ში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. იმ პერიოდში ქართველი მოსახლეობის სურვილი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მართლაც მაღალი იყო. ძალიან სავარაუდოა, რომ ამ ხანგრძლივმა პროცესმა იმედგაცრუება გამოიწვია და წაახალისა ის პარტიები, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ. ნატომ და ევროკავშირმა ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანონ“, — განაცხადა პაველმა.
ამიტომ, პაველის თქმით, პარტნიორებთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე, რათა ზედმეტად მაღალი მოლოდინები არ შეიქმნას.
„საქართველოს შესახებ რაიმე პროგნოზს ვერ გეტყვით. ალბათ, საჭიროა გარკვეული დრო, რათა ქართველმა მოსახლეობამ მკაფიოდ გაიაზროს და გამოხატოს საკუთარი ინტერესები და საჭიროებები. და თუ დადგება სიტუაცია, როცა ქართველი ხალხი კვლავ უმრავლესობით იქნება მზად ინტეგრაციისთვის და ამავდროულად ევროპაც ისწავლის ამ გაკვეთილს, პროცესი შესაძლოა, თავიდან დაიწყოს, თუმცა ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ“, — განაცხადა პაველმა.
საქართველოს და უკრაინას ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაჰპირდნენ, რომ გახდებოდნენ ალიანსის წევრები, თუმცა გაწერვიანების სამოქმედო გეგმა არ მიუღიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება