ნატომ გამოაცხადა ინიციატივა “არქტიკის გუშაგის” დაწყების შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას არქტიკის რეგიონში, ნაწილობრივ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, განაცხადა ევროპაში ნატოს მოკავშირე ძალების მეთაურმა, -ის გენერალმა ალექსის გრინკევიჩმა.
განცხადებაში ლაპარაკია ინიციატივა „არქტიკის გუშაგის“ დაწყების შესახებ და აღნიშნულია, რომ მისი მიზანია ალიანსის წევრების დაცვა და სტაბილურობის მხარდაჭერა სტრატეგიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში.
განცხადებაში არაფერია ნახსენები გრენლანდიის სტატუსთან დაკავშირებულ დავაზე, რომელიც უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამწვავდა მოკავშირეებს შორის, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებებში ტრამპი გამოხატავს სწრაფვას, კონტროლი დაამყაროს კუნძულზე, რომელიც დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა.
იანვარში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა გრენლანდიისა და მთლიანად არქტიკის საერთო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების შესახებ. მას შემდეგ ტრამპი პირდაპირ არ მიბრუნებია გრენლანდიის აშშ-ის კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობას. გარდა ამისა, შეთანხმების დეტალები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. სხვადასხვა ცნობით, ლაპარაკია, მათ შორის, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაზრდაზე და აშშ-სთვის გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების განვითარებაში განსაკუთრებული უფლებების მინიჭებაზე.
ტრამპი გრენლანდიაზე თავის პრეტენზიას ასაბუთებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხით. ნატოში შემავალი მოკავშირეები, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფენ კუნძულის აშშ-სთვის გადაცემის შესაძლებლობას, ზოგადად ეთანხმებიან ტრამპს, რომ რეგიონში უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს, კერძოდ, რათა რუსეთმა სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლოს.
კონკრეტულად რა იგულისხმება ინიციატივა „არქტიკული მცველის“ განხორციელებაში, ჯერ არ გამოცხადებულა. განცხადებაში ნახსენებია წვრთნები დანიისა და ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ეგიდით, ასევე ის, რომ ოპერაციას უხელმძღვანელებს ნატოს ერთობლივი სარდლობა ნორფოლკში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა