ნატომ ბირთვული სწავლება დაიწყო – კრემლი ალიანსს აკრიტიკებს

კრემლში მიაჩნიათ, რომ ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები, ში „ცხელი ომის“ ფონზე, დაძაბულობას აძლიერებს. კრემლის პრესსპიკერი, აცხადებს, რომ ნატოს ეს ნაბიჯი „სხვა არაფერია, თუ არა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია.”
პესკოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატომ რუტინული, ყოველწლიური ბირთვული სწავლება „STEADFAST NOON”-ი დაიწყო.ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ ამ წვრთნების მკაფიო მიზანია ნებისმიერ მოწინაარღმდეგოს აჩვენოს, რომ ნატო მზად არის ყველა მოკავშირის დასაცავად.
ბირთვული წვრთნები, არსებული ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 13 ქვეყნის, სხვადასხვა ტიპის, 60-ზე მეტი თვითმფრინავი იქნება ჩართული. სწავლება დანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება.
იმ ფონზე, როცა კრემლი, ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, ბირთვულ რიტორიკას აძლიერებს და არ არის მზად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე სასაუბროდ, გასული კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხეების შესახებ საუბრისთვის, ნებისმიერი წინაპირობების გარეშე. ბაიდენის ამ გზავნილს კრემლში დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე, მოსკოვი მოლაპარაკებების რესუსრს ვერ ხედავს.
„იმ ომის კონტექსტში, რომელიც მიმდინარეობს ს წინააღმდეგ ბირთვული ძალების ირიბი ან თუნდაც პირდაპირი ჩართულობით, როგორიც არის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აბსოლურუტად შეუძლებელია ამაზე საუბარი, ყველა სხვა ასპექტთან დაკავშირების გარეშე“, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ