ნატა ფერაძე: ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, მის მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ.

„ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს“, – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეომასალას აქვეყნებს.

ამასთან, თავად აქტივისტების განცხადებით, აგრესიული პირები სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს.

„მოვდიოდით მეგობრებთან ერთად, აქ იდგა ჯგუფი, არც ვიცოდი „ალტ-ინფოელები“ იყვნენ თუ ვინ იყვნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი ჯგუფის მიმართ. მოვბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება“, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი “მთავარ არხთან“.

„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.

ვიდეო