ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, რომელიც სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის დააკისრეს, დღეს გავიდა.
ფერაძე 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. 5-დღიანი პატიმრობა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დაეკისრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა