ნატა მურვანიძე: სცენიდან ვთქვათ ჩვენი სათქმელი? რომელ პერსონაჟს, ან რომელი ავტორის ტექსტს ამოფარებულმა გავაკეთო ეს? მომიყევით ჩემო კოლეგებო

„სახელებს შეგნებულად არ ვწერ ჯერ, მაგრამ კიდევ ერთი მსახიობი დაიბარეს, ერთი მსახიობი გოგო და რეჟისორი ბიჭი დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია, ვეფხია კასრაძე ციხეშია! გიორგი ჩაჩანიძე ციხეშია! სანდრო სამხარაძეს სასამართლო აქვს 12 თებერვალს და კიდევ კაცმა არ იცის ვის როდის დააკავებენ, ან დაიბარებენ.
სცენიდან ვთქვათ ჩვენი სათქმელი? რომელ პერსონაჟს, ან რომელი ავტორის ტექსტს ამოფარებულმა გავაკეთო ეს? მომიყევით ჩემო კოლეგებო, არ ვართ კარგი მსახიობები და არ ვიცით ეგ როგორ კეთდება. ოდითგანვე თან”, – წერს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)