ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი ს “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – ამის შესახებ -ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

“საქართველოს მთავრობა ანტი-ლიბერალურ, ანტი-დასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. ში თავისი ომით რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, ის ასევე მსოფლიო წესრიგის დე-ვესტერნიზაციას ცდილობს. უკრაინა მთავარი ფრონტია, უფრო პატარები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში. საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, “გახრწნილი დასავლეთის” შესახებ რუსული ნარატივის გამეორება და მსოფლიო ეკონომიკის დე-დოლარიზაციის კურსისადმი მიმხრობა – ამ ტრანსფორმაციის ნიშნებია. მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. სწორედ ამიტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, როგორც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. მათ, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას, ვინც გვართმევენ მომავალს, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს – შედეგები უნდა მიიღონ. საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს,” – განაცხადა საბანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ