ნატალი ლუაზო – პარტია, რომელმაც მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის

პარტია, რომელმაც მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოში, პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, – წერს ნატალი ლუაზო.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი