ნატალი ლუაზო – მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება

მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში ს სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან ბევრს ელის, ევროპარლამენტარმა წუხილი გამოთქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.
“მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, და შესაბამისად მსურს, რომ ამაზე დებატები გავმართოთ აქ, პარლამენტში.
რაც ახლა საქართველოში ხდება – ვსაუბრობ პროტესტებზე, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხზე – ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ვერ გამონახა დრო ამაზე სალაპარაკოდ.
ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ ევროპაში და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილი გახდეს”, – განაცხადა ლუაზომ.
ლუაზოს წინადადებას, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს, მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.