ნატალი ლუაზო: თბილისის მერი ცდება… ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება

ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.

“თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, – წერს ლუაზო.

იქამდე, მ განაცხადა: “ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. ცუდად ჩატარდა”.