ნატალი ლუაზო: ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც ვნახე საქართველოში – „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, პუტინისკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ

„ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ საქართველოში ჩატარებული ს შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ სკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ.

ევროპარლამენტარმა დღევანდელ გამოსვლაში კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „იყო არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები”

„იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

მისივე თქმით, ახლა ევროპული რეაქცია ძლიერია, მაგრამ არა სრულიად.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედს ვაძლევთ, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე მათი პრეზიდენტის გამბედაობას მივესალმები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.