ნატალი ლუაზო – ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ლუაზო თავისი განცხადებით “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშრის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი დაუსრულდა და “კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის”.
“ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მინისტრების პარალიზება ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის არაერთ მოთხოვნას. იმის მიუხედავად, რომ აქ უმრავლესობის მიღწევა მარტივი არ არის, ამას ვახერხებთ ხოლმე”, – წერს ლუაზო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”