ნატალი ლუაზო – ევროპარლამენტმა მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა

ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, ახალი საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. ასე ეხმაურება X-ის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.
“ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა”, – წერს ლუაზო.