ნატალია ქუთათელაძე: ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

“სამოქალაქო ომამდე, ვფიქრობ, სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.

ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და ერთმანეთის ლანძღვა, ნუთუ ღირს ამ დამპალი კანონის მიღებად?

“ქოცებო”, არ გახსოვთ, რა შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა, ყველას ყველაფერი ავიწყდება…

ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა.

გონს მოეგეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

ნუ დაგვანგრიეთ თავზე ქვეყანა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ იქით და თუ აქეთ.

და ნურავის ნუ გავიწყდებათ, ვის ემასახურებით” – წერს ნატალია ქუთათელაძე.