ნასერ ელ-ხელაიფი: ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ერთად მაღალ მიზნებს მივაღწევთ

“ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ გააკეთა:
“მოხარული ვართ “პარი სენ ჟერმენის” ოჯახში ხვიჩა კვარაცხელიას მივესალმოთ. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საინტერესო ფეხბურთელი და ფანტასტიკური ტალანტია, რომელიც მამაცი ხასიათისაა და გუნდისთვის იბრძვის. მას ძალიან უნდოდა ჩვენი დიდი კლუბის წევრი გამხდარიყო. ვიცი, ჩვენთან ერთად ყველაზე მაღალ მიზნებს მიაღწევს. გვიხარია, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ და “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავურ გუნდად ჩამოყალიბებას ვაგრძელებთ”.
ნასერ ელ-ხელაიფი კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო და პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას “ნაპოლის” მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში