“ნარჩენების მართვის მოქნილობა და დახვეწილობა პირდაპირი ინდიკატორია ქვეყნის განვითარების”, – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია “პოლივიმის” კომერციულმა მენეჯერმა, ბექა ფონჯავიძემ განაცხადა.
იგი BMG-სთან განმარტავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავება სტანდარტად იქცეს.
“[ნარჩენების გადამუშავებისთვის] ცალკე სახელმწიფო, ცალკე კერძო სექტორი და ცალკე მოქალაქე ვერაფერს გახდება, ძალიანაც რომ გულანთებული იყოს და უნდოდეს, რომ პლასტმასა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადააგდოს. ყველა უნდა მოქმედებდეს კოორდინირებულად, ქვეყანაში უნდა იყოს გადამმუშავებელი ქარხანა, უნდა იყოს სეპარირებული შეგროვება.




