შსს-ის განცხადება არის აბსურდი. როცა დაპირისპირება დაიწყო, ავედი იმის სანახავად, რა ხდებოდა. თავდამსხმელები დრინებით იყვნენ მობილიზებულები. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა.
ჩვენ უკვე ტაძრის დაბლა ვიყავით. როცა დავინტერესდით, რატომ იყო ჩოჩქოლი, ზემოთ უნდა ავსულიყავი, კადრებშიც ჩანს. ამ დროს კი ტიტუშკა მოდის და უკნიდან, ლაჩრულად მირტყამს.
ამ ქვეყანაზე ქოცების აღარავის ეშინია. შეშინებული თავად “ოცნებაა”. ამაზე უარესებიც გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ. მთავარია ქვეყანა გავათავისუფლოთ. “რუსულ ოცნებას” კი ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების პროვოცირება სურს. თუმცა იქით ახალგაზრდები არ არიან. მათ ჰყავთ მხედრიონელები. ჩვენ კი არსად წასვლას არ ვაპირებთ. სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს თავისუფლების დაცვა და მოპოვება ამ ქვეყნისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ.