ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება – ეს კი შედეგად, შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს

ცალკეული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება. ეს კი შედეგად, შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მცირდება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების – კეტამინის და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები.
აღნიშნული ცვლილება ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები