ნარკოტიკის გამო, მეგობარმა მეგობარი მოკლა – სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

ფოტო – ტვ პირველი
ტვ პირველის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის, რომელიც ზემო თელეთში მოხდა, ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ნედიის ცნობით, 35 წლის მამაკაცი სახლიდან მოტყუებით ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, მეორემ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი გარჩევის ადგილთან ახლოს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი მედიასთან ამბობენ, რომ ვერ დაინახეს ვინ ვის დაარტყა დანა.
პოლიციასთან დანაშაული მოკლულის თანაკლასელმა აღიარა.
თუმცა, მოკლულის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მკვლელობა ერთზე მეტმა პირმა ჩადინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას