ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.
„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი.
რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს – შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

გვაქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას – ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ