ნარკოდილერების ვებ. გვერდის რეკლამები ქალაქებში – “უნდათ ბავშვების დარეგისტრირება და ჩათრევა” – ნათია სირაბიძე

ბათუმში, ქუთაიში და თბილისში კედლებზე ტოვებენ წარწერებს, რომელიც ბორჯომის რეკლამა გეგონება, რადგან სახელი ურევია და თურმე ყოფილა ნარკოდილერების ვებ-გვერდი, სადაც უნდათ ბავშვების დარეგისტრირება და ჩათრევა. ასეთი კითხვა მაქვს: – მე რომ ჩემი კომპანიის სახელები წავაწერო კედლებზე ზედამხედველობა შეიმჩნევს? – ნუთუ ვერ ხედავენ ამ წარწერებს და თუ ხედავენ, რატომ არ შლიან? – ნუთუ არავის ენაღვლება ბავშვები რომ იღუპებიან? რატომ სამეზობლო არ შლის? შეიძლება ჩემსავით ახლა გაიგეს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა თუ არ გვექნება რეაგირება; – ცარიელი ფურცლით რომ დავდგე ქუჩაში, შეიძლება დამაკავონ და ამხელა განცხადებებია ყველა ქალაქში და არავინ იკვლევს? – ბორჯომსაც არ ანაღვლებს მისი სახელით ხალხს რომ კლავენ და ითრევენ? და ბოლოს, მოდით ყველამ ერთად დავიაროთ უბნები, გადავაგდოთ ის 5 ლარი, დავაზიანოთ კედლებიც, მაგრამ წავშალოთ, იმედია არ დაგვიჭერენ.
“პუტინ ხუილოს” და რუსსკი კარაბლ, იდი დასღაცო, მაგას შლიდნენ გამალებული ბათუმშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც. ეგ არ დავწეროთ, მთავარია, თორემ რაც მაგათ ძალაუფლებას ხელს არ უშლის (იდეაში, სწორედ ეგ უნდა ემუქრებოდეს), არაა პრობლემა, ეწეროს