ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, იქამდე კი თავად ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება.
დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“, ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
