ნარიშკინის თქმით, საფრანგეთი ამზადებს 2000-კაციან კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ირწმუნება, რომ საფრანგეთი უკვე ამზადებს სამხედრო კონტინგენტს ში გასაგზავნად.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე საუბარია დაახლოებით 2 000 ადამიანზე.
„საფრანგეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ აინტერესებს რიგითი ფრანგების სიკვდილი და გენერლების შეშფოთება. ს საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემებით, უკვე მზადდება კონტინგენტი უკრაინაში გასაგზავნად. საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2 ათასი ადამიანი“, — განაცხადა ნარიშკინმა.
ნარიშკინის თქმით, ფრანგი სამხედროები შიშობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შენაერთის უკრაინაში ჩუმად გადაყვანას და იქ განლაგებას ვერ შეძლებენ.
„ამგვარად, ის გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტული ლეგიტიმური სამიზნე. ეს ნიშნავს, რომ მათ ელით ყველა ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მახვილით მოსულა რუსეთის ტერიტორიაზე“, — დასძინა ნარიშკინმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლური სამხედრო ძალების გაგზავნა.
ამასთან, მაკრონი ამბობს, რომ ამ ნაბიჯზე კონსენსუსი არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – მუდმივად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრებისგან რევოლუციების მოწყობის რეჟიმში მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც უკრაინაში ხდება, არ დავუშვათ, რომ ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!