რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ირწმუნება, რომ საფრანგეთი უკვე ამზადებს სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე საუბარია დაახლოებით 2 000 ადამიანზე.
„საფრანგეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ აინტერესებს რიგითი ფრანგების სიკვდილი და გენერლების შეშფოთება. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემებით, უკვე მზადდება კონტინგენტი უკრაინაში გასაგზავნად. საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2 ათასი ადამიანი“, — განაცხადა ნარიშკინმა.
ნარიშკინის თქმით, ფრანგი სამხედროები შიშობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შენაერთის უკრაინაში ჩუმად გადაყვანას და იქ განლაგებას ვერ შეძლებენ.
„ამგვარად, ის გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტული ლეგიტიმური სამიზნე. ეს ნიშნავს, რომ მათ ელით ყველა ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მახვილით მოსულა რუსეთის ტერიტორიაზე“, — დასძინა ნარიშკინმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლური სამხედრო ძალების გაგზავნა.
ამასთან, მაკრონი ამბობს, რომ ამ ნაბიჯზე კონსენსუსი არ არსებობს.