ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ₾13.1 მლნ დაჯდება – როდის დასრულდება პროექტი?

მერიამ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება. რეაბილიტაციის პროცესი 2 წელს გაგრძელდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება, 2024 წელს რეაბილიტაციისთვის 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 11 თებერვლიდან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, აღნიშნული სამუშაოების პროექტისთვის, 2020 წლის ბიუჯეტიდან 123 375 ლარის დახარჯა.