„ნარატივები” დროში მაინც გაუწერეთ სწორად თორემ, პულსი აღარ ესინჯება ოპოზიციას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში ნატო-ს მრავალეროვნული სწავლების თემით რადიკალების სპეკულირებას ეხმიანება და ეჭვქვეშ აყენებს იმ ხაზს, რომელსაც ოპოზიცია ატარებს.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ როდის გაემიჯნა საქართველო ნატოს და დასავლეთს.
„ცოტა მეტად დაუმიზნეთ მიზანს, თორემ თქვენმა აცილებულმა ტყვიებმა, საცერივით გახადა მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ნარატივის” ატაცებას ვერ ასწრებენ, რომ თავზე ემხობათ დღის წესრიგი!
როდის ჩამოვშორდით დასავლეთს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები როცა დაიწყო, თუ ამერიკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „გრანტს” რომ უგზავნის? ჩამოყალიბდით, „ნარატივები” დროში მაინც გაუწერეთ სწორად თორემ, პულსი აღარ ესინჯება ოპოზიციას საქართველოში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ