“ნაპოლი” 10 ფეხბურთელს გაასხვისებს

“ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება და რთული სეზონი ელოდებათ.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი 10 ფეხბურთელს დაემშვიდობება: ოსიმენი, მარიო რუი, მაცოკი, ფოლორუნშო, გაეტანო, ძერბინი, ნგონჟი, ჩედირა, იაკარინო და საკო. ამ ორ უკანასკნელს იჯარით უპირებენ გაშვებას.
ყველაზე პრობლემური ოსიმენის საკითხია, რომლის გაყიდვას ვერაფრით ვერ ახერხებენ და გუნდი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეა დარჩენილი.