“ნაპოლი” ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება” – სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა იუვენტუსი და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა

ლუჩიანო სპალეტის “იუვენტუსში” დანიშვნის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა. ის 2023 წელს “ნაპოლის” წვრთნიდა, რომელსაც ტურინულ გრანდთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს.
იმ სეზონის და მოპოვებული ჩემპიონობის მერე გამოცდილმა დამრიგებელმა “პარტენოპეი” დატოვა და აღნიშნა, რომ სხვა იტალიურ გუნდს აღარ ჩაიბარებდა და ეს ვერ წარმოედგინა.
მანვე “ნაპოლის” ჩემპიონობის აღსანიშნავად ტატუც გაიკეთა და ახლა ფანებისთვის ყოველი მიზეზის ახსნა მოუწია. როგორც ლუჩიანომ თქვა, მან დე ლაურენტისს უთხრა, რომ იტალიურ გუნდს არა მთელი ცხოვრების განმავლობაში, არამედ “ნაპოლიდან” წასვლიდან მაშინვე არ ჩაიბარებდა.
“ყველა ქალაქში რაღაც მნიშვნელოვანი დავტოვე, ნეაპოლში კი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ვიგრძენი. ფეხბურთის სილამაზითა და იმის გაცნობიერებით, ჩვენ რასაც მივაღწიეთ, ეს ყოველივე ფანტასტიური იყო.
დღეს სისხლის ანალიზი გავიკეთე და ის მარჯვენა ხელიდან ავიღე, რადგან მარცხნივ ტატუ მაქვს და მინდოდა, მას არავინ შეხებოდა. ჩემთვის არაფერი შეიცვლება. ნეაპოლში ყოველთვის ბევრი მეგობარი მეყოლება. “იუვენტუსში” დანიშვნის შემდეგ მათაც მომწერეს. ჩემი პროფესიული გადაწყვეტილების მიუხედვად, ნეაპოლში დავბრუნდები, ეს ქალაქი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.
“ნაპოლიდან” წამოსვლის შემდეგ ვთქვი, რომ სხვა იტალიურ კლუბს არ ჩავიბარებდი. ეს რა თქმა უნდა, მომავალ სეზონზე იყო ნათქვამი. დე ლაურენტისს ვუთხარი, რომ თუ გამიშვებდა, სხვა კლუბთან არ გავაფორმებდი კონტრაქტს, რაც გავაკეთე კიდეც.
მწვრთნელობა არ უნდა შეწყვიტო, რადგან რამდენიმე სეზონი “ნაპოლიში” ან რომელიმე სხვა კლუბში გაატარე. კლუბისა და ქალაქის პატივისცემის გამო, ამ ვარიანტს ერთი სეზონით უნდა დავთანხმებოდი. თუმცა, შემდეგ თავისუფალი ვიყავი და სხვა გამოცდილებაც შემეძლო მიმეღო. ისინი, ვინც ამ სიტუაციას ჩემზე თავდასხმისთვის იყენებენ, სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯენ”, – ციტირებს სპალეტის Football Italia.
შეხსენებისთვის, სპალეტიმ “იუვენტუსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დაუსახეს, რა შემთხვევაშიც შრომით ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.
მისი დებიუტი დღეს სერია A-ს მე-10 ტურში თბილისის დროით 23:45 საათზე გასვლაზე “კრემონეზესთან” შედგება.
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი – “იუვენტუსმა” 8-მატჩიანი მოუგებელი სერია “უდინეზესთან” დაასრულა
“ნაპოლი” ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
“ნაპოლიმ” “ლეჩესთან” მძიმე გამარჯვება მოიპოვა
სპალეტი “იუვენტუსს” უახლოვდება – “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
მოულოდნელი უარი – რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
“იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს” – გატუზოს პირველი კომენტარი “სკუადრა აძურას” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
“ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია” – ლუჩანო “ნაპოლის” კაპიტანს ართმევს?
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი – “იუვენტუსმა” 8-მატჩიანი მოუგებელი სერია “უდინეზესთან” დაასრულა
ლუჩიანო სპალეტიმ შესაძლოა, კატარის კლუბი ჩაიბაროს
კიდევ ერთი ვარიანტი – “იუვენტუსი” შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება