ნაპოლი ბადრი კვარაცხელიასა და მამუკა ჯუღელის კომენტარებს ოფიციალური განცხადებით, პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
“მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელია განცხადებებიდან გამომდინარე, ნაპოლი იმეორებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტით კიდევ სამი წელი აქვს ნაპოლიში გათვალისწინებული.
კვარაცხელია არ იყიდება.
ნაპოლის კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელების მომავალი აგენტების და მამების გადასაწყვეტი არ არის!” – წერს ნაპოლის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
აქამდე, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ მათ აღარ სურთ ხვიჩას ნაპოლიში დარჩენა და შესაძლოა, ფეხბურთელს იტალიური კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე დაეტოვებინა – თუმცა, ამის შესახებ ხვიჩასთან არცერთ მათგანს არ უსაუბრია.
ბადრი კვარაცხელიას და ჯუღელის თქმით, ისინი EURO 2024-ის დასრულებას ელოდებიან.
კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2027 წლამდე ითამაშებს.