“ნაპოლი” სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს” – რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან იმ კლუბების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ახალ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.
“დათანხმდებიან თუ არა ინგლისური კლუბები სუპერლიგაში მონაწილეობას? – საერთოდ არ მანაღვლებს. “ბარსელონასა” და “რეალის” გარდა, ჩვენს ლიგაში “ინტერი”, “მილანი”, “ნაპოლი” და “რომაც” გაწევრიანდნენ. ასევე ჰოლანდიური კლუბები – “აიაქსი”, პსვ და “ფეიენოორდი”, – განაცხადა ლაპორტამ კატალონიურ გამოცემა Rac1-თან ინტერვიუში.
კლუბები, რომლებმაც სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს:
“ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, “ინტერი”, “მილანი”, “ნაპოლი”, “რომა”, “მარსელი”, “სპორტინგი”, “ბენფიკა”, “პორტო”, “აიაქსი”, “ფეიენოორდი”, პსვ, “ბრიუგე”, “ანდერლეხტი”.