“ნაპოლი” სერბეთის ნაკრების ნახევარმცველების დამატებას ცდილობს

ევროპულ ფეხბურთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, როგორც “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, კლუბი ამ პერიოდის განმავლობაში იაქტიურებს და ახალი მოთამაშეებიც დამატებას შეეცდება.
რამდენიმე დღის წინ, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარტენოპეი” ლაზარ სამარჯიჩის დამატებასთან ახლოსაა. “უდინეზეს” ნახევარმცველმა “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და კლუბები სატრანსფერო ფასზე მსჯელობენ, რომელიც დიდი ალბათობით 25 მილიონ ევროს მიაღწევს.
Areanapoli-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი კიდევ ერთი სერბი ნახევარმცველით, საშა ლუკიჩით ინტერესდება, 27 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ფულემის” ღირსებას იცავს, სხვადასხვა დროს კი “ლევანტეს”, “პარტიზანისა” და “ტორინოშიც”
უასპარეზია.
გამოცემის ინფორმაციით, “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ცენტრალური მცველის დამატებასაც ითხოვს და კლუბი მუშაობას ამ მიმართულებითაც აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში