ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 2:4 დამარცხდა.
ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა, როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ – ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა, მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა, კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და “ნაპოლიმ” მარცხი განიცადა.
პარალელური შეხვედრა “ბრაგასა” და “უნიონს” შორის 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.
რეალი – ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)
ძალიან ბევრი სქემის მოფიქრება შეიძლება კვარას დაცვითი ფუნქციები აარიდო.4-4-2 ) 4-4-1-1 ) 3-5-2 ) 4-2-3-1 და ესე შემდეგ. სექენდზე არის მისი ადგილი. თავისუფალი გადაადგილების საშვალება.რომ ვუყურებ ნაკრების კვარას და ნაპოლის ვაფშე სხვადასხვა ტიპია. რა სქემასაც ეხლა თამაშობს ნაპოლი 4-3-3 ში 3 ნახევარმცველიდან მინიმუმ ერთი(ჟელინსკი ვერ ერკვევა თავდაცვით ფუნქციებში) პლიუს ამას ვერც პოლიტანო და ვერც კვარა ვერ არის კარგი დამცველი. რაც არის პრობლემა და მეტოქე ხშირად რიცხობრივ უპირატესობას ქმნის ამ მოცემულობაში კვარაას ძალიან სიღმეში უწევს ჩასვლა და იქიდან ბურთის წამოღება რასაც უნდა კოლოსალური ენერგია. თუ შეტევის დროს სუნთქვა არ გაქვს მწყობრში და ვერ აღიდგინე ხარისხიანი მანევრის გაკეთება რთულია რადგან როგორც წესი ესეთ დროს მოთამაშე ნელა მოქმედებს და პრიმიტიულად, კვარას პრობლემები დაიწყო წინა სეზონის მეორე წრიდან ქუჩის ფეხბურთიდან გარდაიქმნა აკადემიურ ვინგერად რა არის გამოსავალი ? დაცვითი ფუნქციებიდან უნდა გაათავისუფლონ და შეტევაში მოიმატებს ხარიისხიც რადგან როცა მეტოქეს აქვს ბურთი ახერხებს სუნთქვის აღდგენას არ არის კვარა პერისიჩი არცერთი ტოპ კლასის მარცხენა შემტევი არ თამაშობს ინტენსიურ დაცვას არც მბაპე არც ვინიციუსი არც დღეს როდრიგო, რასაჭიროა კვარას დაცვა როცა შენ კრეატორ ფეხბურთელს უკან სირბილით ლიმონივით წურავ და შესაბამისად ვეღარ გაძლევს იმ მოკლებული ენერგიით შედეგს შეტევაში ამას ვერ ხედავს მწვრთნელი?, ძნელი დასაჯერებელია ან დიქტატორი ლაურენტისის კაპრიზის (4-3-3) შიშით ტაქტიკას ვერ ცვლის არ მესმის ნაპოლის მიდგომების.
მეჩვენება თუ ვერ გაიხსნა ბოლომდე? ვერ დაძლია სპალეტის კომპლექსი? კარში უნდა დაერტყა, არანაირი პასი. არ იღებს ტავზე ლიდეტის ფუნქცუებს. რატომ? აი ეგ მაინტერესებს