“ნაპოლი” ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი “ვერონადან” “ნაპოლიში” გადავა.
მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება, პლუს 2 მილიონი “ვერონამ” შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს.
ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა “ბორნმუთის” ნახევარმცველმა ჰამედ ტრაორემ და “ნაპოლისთან” კონტრაქტს გააფორმებს.