სერია A-ს გასული ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას “ბებერი ქალბატონის” ყოფილი მეკარე რუბინიო გამოეხმაურა.
“ნაპოლი“ სკუდეტოსკენ მიიწევს, რაც ჩემთვის გასაკვირი არაა. კონტე ძლიერი და ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც შედეგს დებს. ეს მოულოდნელი არაა.
“კვარას წასვლა?” ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ “ნაპოლი” მის გარეშეც კარგად გამოიყურება. მწვრთნელმა იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა”, – განაცხადა რუბინიომ Il Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “ინტერს” 3 ქულით უსწრებს.