“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, სკოტი მაკტომინეის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი “პარტენოპეიში” გადასვლის წინააღმდეგი არაა, თუმცა კლუბები სატრანსფერო ფასზე უნდა მორიგდნენ.
“ნაპოლის” შოტლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროსა და ბონუსების გადახდა მოუწევს.
მაკტომინეი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია, მისი დებიუტი “წითელი ეშმაკების” პირველ გუნდში 2017 წელს შედგა, მაშინ “მანკუნიანელებს” ჟოზე მოურინიო ავარჯიშებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში