“ნაპოლი” მანდელა კეიტას შეძენას ცდილობს – “ანტვერპმა” პირველი შეთავაზება დაბლოკა

“ნაპოლი” “ანტვერპის” 22 წლის ნახევარმცველის მანდელა კეიტას შეძენას ცდილობს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ჯერჯერობით ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან და ბელგიურმა კლუბმა “პარტენოპეის” პირველი შეთავაზება იუარა.
რომანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატებით “საუთჰემპტონიც” ინტერესდება.
მანდელას ბელგიის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.