“ნაპოლი” კვარაცხელიას მიმართ იმავე შეცდომას გაიმეორებს? – ორი ტურნირის ბალანსი…

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი “ნაპოლი” ქვეყნის თასის ერთმატჩიან მერვედფინალში “ლაციოს” “სტადიო ოლიმპიკოზე” (70 634 მაყურებელი) ესტუმრება, რომელსაც კვირის ბოლოს სერია “ა”-ს ეგიდითაც დაუპირისპირება. სათასო შეხვედრა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, ჩვენი დროით გვიან ღამით (23:59 სთ) ჩატარდება.
ზედიზედ სანი სეზონის განმავლობაში ნეაპოლური კლუბი “კოპა იტალიას” სწორედ ამ ეტაპიდან, მერვედფინალიდან იწყებდა და აქვეც ამთავრებდა. აქედან ორ შემთხვევაში გუნშდი “კვარა” იყო, თუმცა მწვრთნელები როტაციას მიმართავდნენ და ლიდერებს ასვენებდნენ. კონტეს შეგირდებმა ეს ტურნირი ახლა ადრევე დაიწყეს და ვნახოთ, ანტონიო სხვის შეცდომებზე
რამდენად ისწავლის და შემადგენლობასთან დაკავშორებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, “ნაპოლი” ევროტურნირებზე არაა და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად საკმაოდ დრო აქვს.
როცა ხვიჩამ “ოლიმპიკოზე” გაიტანა

კვარაცხელიამ “ლაციოს” პირველივე დაპირისპირებაში, “სტადიო ოლიმპიკოზე”, გამარჯვების გოლი გაუტანა; ამას უკვე “მარადონაზე” მასპინძლების მარცხი მოჰყვა; რომაელებმა ნეაპოლში გასულ სეზონშიც მოიგეს, ამ გუნდების ბოლო მატჩი კი, რომელიც უგოლო ფრით დასტულდა, ხვიჩამ დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება) გამო გამოტოვა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი ლუკა პაირეტო იქნება. ის “ნაპოლისთვის” ნაკლებად წარმატებული არბიტრია, ისე კი საკმაოდ მკაცრი – ბოლოს “ლაციოს” მატჩი რომ განსაჯა, ორი წითელი ბარათი გამოიყენა. აქვე გეტყვით, ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში “ინტერისა” და “უდინეზეს” შორის საუკეთესოს შეხვდება.