„ნაპოლი“ კვარაცხელიას ლუკაკუს მსგავს ხელფასს სთავაზობს

„ნაპოლისა“ და ს მენეჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ქართველ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ოდენობის ხელფასს სთავაზობენ, – ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.
მ „იუვენტუსთან“ კარგად ვერ ითამაშა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის თვისებები საეჭვო ნამდვილად არ არის. ნეაპოლელების მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი პროექტი მასზე ააწყო. მარცხენა გარემარბი გუნდში ყველაზე ტექნიკური მოთამაშე და ერთ-ერთი იმ მცირერიცხვოვანთაგანია, რომელსაც შეუძლია ერთ-ერთზე მეტოქეს აჯობოს და მატჩის ბედის დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. „ნაპოლიში“ კი იმედი აქვთ, რომ ის მომავალ სეზონებშიც გუნდში დარჩება.
ნეაპოლიტანური კლუბი აპირებს გარემარბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს: მისი აგენტი სეზონში 8 მილიონს ითხოვს, თუმცა, კლუბი სთავაზობს თანხას, რომელიც ფიქსირებული ხელფასით და ბონუსებით ლუკაკუს (6 მილიონი ევრო) უნდა გაუტოლდეს“, – წერს Corriere dello Sport.
1tv.ge