“ნაპოლი” “კვარას” 6 მილიონს სთავაზობს – რას ითხოვს ქართველი ფეხბურთელის აგენტი?

დიდი ალბათობით, მალე “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბი ქართველს ანაზღაურების სახით 6 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) სთავაზობს.
წყაროს ცნობით, ს აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შეტანას ითხოვს, რაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ სურს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, “კვარას” “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.