“ნაპოლის” თავდამსხმელ ჯოვანი სიმეონეთი “მარსელი” დაინტერესდა, – იტყობინება Footmercato.
ფრანგულ გუნდს 29 წლის სიმეონე ელე ვაის შემცვლელად სჭირდება, რომელიც “აინტრახტში” გადავიდა. “მარსელის” მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინელის შეძენა სთხოვა.
“ნაპოლი” მზადაა სიმეონე გაყიდოს, ოღონდ მთელი თანხის ერთად აღება სურს. ფეხბურთელს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 10 მილიონი ევროა.
ადრე RAI-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნაპოლიმ” სიმეონეს “ტორინოში” გასხვისებაზე უარი განაცხადა.