“ნაპოლი” გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობს

22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი, რომელიც გასულ სეზონში “მანჩესტერს” “ხეტაფეში” ჰყავდა განათხოვრებული, შეიძლება “ნაპოლიში” გადავიდეს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ გრინვუდის 27+4 მილიონ ევროდ შეძენას “მარსელი” აპირებს, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგი ქალაქის მერი წავიდა და საკითხის გადაწყვეტა ორშაბათამდე გადაიდო.
ამასობაში გრინვუდთან მოლაპარაკება “ნაპოლიმ” წამოიწყო და მზადაა კონტრაქტი გაუფორმოს, ოღონდ თანხის ტრანშებად გადახდაზეა თანახმა.
მან გასულ სეზონში ლა ლიგის 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში