“ნაპოლი” ბოლონიას” ფრედ ეთამაშა და “ინტერს” 3 ქულით ჩამორჩება

სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუზავდა – 1:1.
პირველ ტაიმში ანგისა მეურვეებს გაექცა და სტუმრები დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 64-ე წუთზე ნდოიემ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე „ბოლონიას“ კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კასტროს თავით დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შანსი ნეაპოლელებმა ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 65 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და 14 აპრილს „ემპოლის“ უმასპინძლებს.
ბოლონია – ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ანგისა (18), 1:1 ნდოიე (64)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში