“ნაპოლი” “ბოლონიასთან” უშანსოდ დამარცხდა

სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.
დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა
მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა, რომელმაც ტრავმის მორჩენის შემდეგ კარგი თამაში ვერ აჩვენა, 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.
ნაპოლი – ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)
წადი ხვიჩა ნაპოლიდან, წადი, თორემ ნაპოლის კიდევ 33 წელიწადი დასჭირდება სკუდეტოს მოსაგებად თუ რათქმაუნდა მოიგო. გულწრფელად გეუბნები, მანდ მეტს ვერ განვითარდები!…