რაც იანვარში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ დატოვა, მას შემდეგ ლამის ყოველდღე იტყობინება ადგილობრივი მედია, რომ „ახალი კვარა“ თუ მემკვიდრე აღმოაჩინა, თუმცა ეს ადვილი საქმე სულაც არაა, თუ არა შეუძლებელი.
Il Mattino წერს, რომ ნეაპოლური კლუბი ქართველის შემცვლელად „ბოლონიას“ 24 წლის შვეიცარიელ შემტევს დან ნდოიეს განიხილავს, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა უკვე აწარმოებს „როსობლუსთან“ მოლაპარაკებას, რომელიც რთულად მიმდინარეობს.
ნდოიემ გასულ სეზონში სერია A-ს 30 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ღირებულება 25 მილიონი ევროა.
გამოცემის ცნობით, თუ „ნაპოლიმ“ ნდოიეს გადაბირება ვერ შეძლო, გეგმა B-ზე გადაერთვება – „ლაიფციგიდან“ ანტონიო ნუსას დამატებას შეეცდება, რაც ასევე რთული ამოცანაა.
· . ეეჰ,ნერესიც დაოჯახებულა და დაუღუპია,კვარას „გულშემატკივრების“ იმედები!
· ირაკლი ალბათ ხვიჩა, დვალიშვილივით ადვოკატი გონიათ და აქ პროცესზე რომ არ მივიდა იმიტომ არ მოსწონთ!
· ფეოლა ფეხბურთის უბადლო მცოდნე ხარ გეტყობა. გეთანხმები, კვარა საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია, თუმცა უბრალოდ გაუმართლა, რომ იტალიის ჩემპიონი, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპინთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და აგერ ბოლოს, ისე რა ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 90 მილიონი რომ არის ტრანსფერმარკეტზე მისი ფასი, ესეც ალბათ შეეშალათ.
· ტაკინარდი ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც. მითუმეტეს რომ არაა კვარა იმ დონის ფეხბურთელი, რომლის შემცვლელის პოვნაც შეუძლებელია. ბევრს ისიც კი ეგონა რომ მისი წასვლის შემდეგ ნაპოლი ჩაყვინთავდა მაგრამ აგერ, ჩემპიონები გახდნენ.
· მირო კვარა ერთია და განუმეორებელი.დაანებეთ თავი ახალი კვარას ძებნას.მოძებნეთ ვინმე,ვინც ნერეშზე უკეთესი იქნება,კვარასნაირს ვერ მოძებნით,ნუ ხარჯავთ ამაში დროს.
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება – “ნაპოლიში” ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
