“ნაპოლიში” სწორედ ამიტომ გადმოვედი” – დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა “ნაპოლიმ” გუნდის ახალწვეულის ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის წარდგენა მოაწყო, რის შემდეგაც გამოცდილი შემტევი ჟურნალისტებს ესაუბრა და მის “პარტენოპეიში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
“აქ იმიტომ ვარ, რომ ამ კლუბს ყველა დონეზე ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია. ასევე მეც შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. აღფრთოვანებული ვარ ჩემს ცხოვრებაში ამ ახალი თავით. ჯერ კიდევ მაქვს მოტივაცია და უნარები, რომ ამ დონეზე კონკურენტუნარიანი ვიყო.
“ნაპოლის” გეგმებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. შევუერთდი გუნდს, რომელსაც მაღალი დონის უნარები აქვს და ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა სურს. ვიმედოვნებთ, რომ სერია A-ში რაც შეიძლება მაღალ ადგილს დავიკავებთ და ჩემპიონთა ლიგასა და თასზე კარგად ვითამაშებთ.
ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ვიცი, რომ ის პრემიერ ლიგისგან განსხვავდება. მომიწევს გუნდთან და სერია A-სთან ადაპტაცია, რომელიც ძალიან რთული ჩემპიონატია ბევრი კარგი გუნდით, მაგრამ თავდაჯერებული ვარ საკუთარ თავში და მატჩებს მოუთმენლად ველი.
ბევრი განსხვავებული შეთავაზება მქონდა – განსხვავებული ცხოვრების წესითა და კონკურენციის დონით, მაგრამ ყველა ასპექტით, “ნაპოლი” ჩემთვის საუკეთესო პროექტი იყო. ისინი უკვე ჩემპიონები არიან და 4-5 მოთამაშის დამატებით გუნდს აუმჯობესებენ.
არ ვარ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაცები მაქვს დასამტკიცებელი. შემიძლია სხვა მოთამაშეებს დავეხმარო და თავად ვისწავლო რაღაც, მაგალითად, თამაშის ახალი სტილი.
ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. დადგება დღე, როცა ვიგრძნობ, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ახლა 34 წლის ვარ და ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ მზად ვარ მაღალ დონეზე სათამაშოდ. ეს ოფიციალურ მატჩებში უნდა ვაჩვენო”, – თქვა დე ბრუინმა.
Nuovo Kvara – “ნაპოლიმ” ქართველის შემცვლელი შეიძინა
“შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით” – დე ლაურენტისებს ემუქრებიან
“ნაპოლის” თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? – ყველაფერი დე ბრუინისთვის!
“თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!” – ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი – რა კონტრაქტს სთავაზობს “ნაპოლი” კევინ დე ბრუინს
“დე ბრუინს “ნაპოლის” შესახებ ეს უთხრეს” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
[VIDEO] დიდებული დახვედრა – როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს “პარტენოპეის” ფანები
“ნაპოლიში” დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა
Nuovo Kvara – “ნაპოლიმ” ქართველის შემცვლელი შეიძინა
შეთანხმება მიღწეულია – დე ბრუინი ხვალ “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება