ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Championship-თან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ჩელებაძის თქმით, “კვარამ” “პარტენოპეი” აუცილებლად უნდა დატოვოს, თუმცა მისი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებაა.
“ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ხვიჩას ყიდვა “პარი სენ ჟერმენს” სურდა, ტრანსფერის ინიციატორი კი პირადად ლუის ენრიკე იყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხვიჩასთვის საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ-ში, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა იქნება.
პსჟ დიდებული კლუბია, იქ ხომ მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, თუმცა პრემიერლიგა ტოპ კლასის ჩემპიონატია,
არც საფრანგეთის ჩემპიონობაა დაბალი დონის, მაგრამ მინდა ხვიჩა საუკეთესო ლიგაში ვიხილოთ.
“ნაპოლი” ახლავე უნდა დატოვოს. ამ ბიჭის მიმართ დიდ უპატივცემულობას იჩენენ. ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხელფასის მხრივ კი გუნდში მე-19, ან მე-20 ადგილზეა. ეს უპატივცემულობაა.
“პარტენოპეიში” მას მონასავით იყენებენ, სწორი იქნება თუ კვარაცხელია ტოპ კლუბში გადავა”, – განაცხადა ჩელებაძემ.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-სთან ერთად, ხვიჩას შეძენით “ლივერპული”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებიან.